01 აგვისტო 2026,   11:58
ვრცლად
საქმეში მოიპოვება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები - გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
პროცესს თავად გრიგოლ ლილუაშვილი ესწრება. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

დღეს პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

"დღეს იქნება 6 მოწმე წარმოდგენილი. ბუნებრივია ისინი ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, კორუფციული სქემა რას მოიცავდა, მეწარმე სუბიექტებთან შეთანხმება, ამ შეთანხმების შედეგად ვისთან როგორ ნაწილდებოდა აღნიშნული თანხები. რადგან საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, წარდგენილი აქვს გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება, ბუნებრივია, საქმეში მოიპოვება მათ შორის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები. ეს ერთ-ერთი ბრალდებულიც დაიკითხება, გამოყოფილ საქმეში გახლავთ იგი ბრალდებული", - აცხადებს პროკურორი ნათია თათიაშვილი.

სუსის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები