ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ რუსთავში. წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძარში პარაკლისი დასრულდა. საზეიმო ლიტურგიას სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიმდინარეობს მსვლელობა მთავარი მოედნისკენ, სადაც მოქალაქეები დილიდან არიან შეკრებილები.