05 აგვისტო 2026,   21:12
ვრცლად
"უკვე წლებია, ბათუმში მსვლელობით აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს, მთელ მართლმორწმუნე საზოგადოებას ველოდებით, რომ ერთად ვიზეიმოთ" - დეკანოზი მატათა ზოიძე

აჭარა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად ემზადება. მსვლელობა ბათუმში 12:00 საათზე დაიწყება. მორწმუნეები და სასულიერო პირები გალობით ქალაქის ქუჩებს მოივლიან და იუნკერთა საფლავთან გაჩერდებიან, სადაც სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდიან.

"წლებია უკვე, მეუფე დიმიტრის კურთხევით, ბათუმში მსვლელობით აღვნიშნავთ ამ ღონისძიებას. მთელ მართლმორწმუნე საზოგადოებას ველოდებით, რომ ერთად ვიზეიმოთ. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ოჯახი მცირე ეკლესიაა. როცა ოჯახი მტკიცეა, ძლიერია, ერიც ძლიერია და ქვეყანაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაწესება. მისმა უწმინდესობამ, აწ გარდაცვლილმა, ჩვენმა პატრიარქმა დააწესა ოჯახის სიწმინდის დღე. ამით ერთიანდება მთელი ერი. ერთობლივ მსვლელობასთან ერთად, გვაქვს ლოცვა - ვლოცავთ ოჯახებს, საქართველოს, რომ გაძლიერდეს და განმტკიცდეს," - აცხადებს ბათუმის წმინდა თევდორე აჭარელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მატათა ზოიძე.



ავტორი: ია გოლიაძე

დღის ამბები