06 აგვისტო 2026,   18:49
ვრცლად
"ჩვენი დროის ლეგენდები" - თბილისის "დინამოს" ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად, კიკვიძის პარკში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

თბილისის "დინამოს" ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად, კიკვიძის პარკში, საიუბილეო ღონისძიება სახელწოდებით "ჩვენი დროის ლეგენდები" გაიმართა.

1981 წლის 13 მაისს, თბილისის "დინამოს" მიერ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასზე ისტორიული გამარჯვების მოპოვებიდან 45 წლის შემდეგ, "დინამოს" ვეტერანმა ფეხბურთელებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დიდ ეკრანზე ნაჩვენები იყო ქართული ფეხბურთის ისტორიის მნიშვნელოვანი მიღწევები.

დღის ამბები