ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვეს სტრიტინგმა თანამდებობა დატოვა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლიდერობის მიმართ ნდობა დაკარგა.
მედიის ინფორმაციით, გადადგომამდე სტრიტინგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს წერილი მისწერა და "ლეიბორისტული" პარტიის ახალი ლიდერის დანიშვნის ინიციატივით მიმართა.
"ახლა უკვე ნათელია, რომ თქვენ არ იქნებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მომავალ საერთო არჩევნებზე. ლეიბორისტ პარლამენტარებსა და პროფკავშირებს სურთ, რომ დებატები მომავლის შესახებ იყოს იდეების ბრძოლა და არა პიროვნებების დაპირისპირება ან წვრილმანი ფრაქციული შუღლი", - განაცხადა სტრიტინგმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ წერილში.
წყარო: REUTERS