"შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სანამ კონკრეტული პირების შეწყალებაზე იქნება საუბარი, მნიშვნელოვანია თავად ამ ადამიანებმა თქვან ნანობენ თუ არა, ადამიანის ცოცხლად დაწვის, ან სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობას.
"უპირველეს ყოვლისა, შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა შემიძლია გითხრათ ერთი რამ, შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული, ეს არის ერისა და ეკლესიის კანონი.
არაერთხელ ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბრონ სინანულზე, არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა მოლოტოვის კოქტეილით, სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა, სცადეს ქვეყნის დამხობა. შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.