"ქართული ეკლესიის ურყეობის მორიგი დადასტურება" - ასე აფასებენ უმრავლესობაში ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განცხადებით, ოპოზიციის ჩარევის მიუხედავად, პროცესი შედგა და ქვეყანას ჰყავს ახალი პატრიარქი.
საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეც. ნინო წილოსანის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ახალი პატრიარქი გააგრძელებს იმ დიდ საქმეს, რომელსაც ილია მეორე ემსახურებოდა.
"უდიდესი სიბინძურის, შეტევებისა და თავდასხმების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენმა ეკლესიამ და ახლად არჩეულმა პატრიარქმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული ეკლესია ურყევია. ქართული ეკლესია და საპატრიარქო გააგრძელებს იმ დიდ ისტორიას და საქმეს, რომელსაც ჩვენი პატრიარქი ილია მეორე ემსახურებოდა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.