06 აგვისტო 2026,   14:56
ვრცლად
გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მაღალ საეკლესიო ღირსებაზე არჩევას. ვევედრებით მაცხოვარს, უხვად მოგმადლოთ სულიერი მხნეობა და კურთხევა - რუმინეთის პატრიარქი

ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი, მუნტენიისა და დობრუჯის მიტროპოლიტი, კაბადოკიის კესარიის ტახტის მოსაყდრე და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, უნეტარესი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მეუფე შიოს გამორჩევას ულოცავს.

"ჩვენი უფლის, იესოს ქრისტესმიერი დიდი სიხარულით, გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის მაღალ საეკლესიო ღირსებაზე თქვენს არჩევას.

ვევედრებით მაცხოვარს, რომ უხვად მოგმადლოთ სულიერი მხნეობა და კურთხევა იმ ახალ მსახურებაში, რომელიც ღვთის განგებულებითა და ეკლესიის ნებით თქვენ მოგენდოთ.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, გისურვებთ დღეგრძელობასა და ღვთივკურთხეულ წლებს ქართველი ერის საკეთილდღეოდ. დაე, უფლის მადლი შეგეწიოთ თქვენს მწყემსმთავრულ, საგანმანათლებლო და მისიონერულ მოღვაწეობაში.

მრავალჟამიერ იყოს თქვენი მწყემსმთავრობა!

განსაკუთრებული პატივისცემითა და ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით, დანიელი რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი," - წერია რუმინეთის პატრიარქ დანიელის მისალოც გზავნილში, რომელსაც რუმინეთის საპატრიარქოს ოფიციალური პორტალი ავრცელებს.

დღის ამბები