სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიო მუჯირის არჩევის შემდეგ, მაღალი სამღვდელოების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია (ჭანტურია): "გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს იყო არჩევნები და წმინდა სინოდმა გამოარჩია ახალი პატრიარქი, რომელიც არის მისი მაღალყოვლდაუსამღვდელოესობა, მეუფე შიო".
წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე (შიოშვილი): "მგონია, რომ ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა და უწმინდესი შიო ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო (მუჯირი) 22 ხმით აირჩიეს.