04 აგვისტო 2026,   10:30
ვრცლად
სლოვაკეთი არის საქართველოს ერთგული და დამცველი მეგობარი ევროკავშირში - მარიამ ლაშხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრატისლავაში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი მის სლოვაკ კოლეგას შეხვდა. პირისპირ და გაფართოებული ფორმატში განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების გზები.

როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა, სლოვაკეთი ევროკავშირში საქართველოს ერთგული და დამცველი მეგობარია:

"სლოვაკეთი არის საქართველოს ერთგული და დამცველი მეგობარი ევროკავშირში. ვისაუბრეთ, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განათლებაა.

ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმა განათლების ძალიან მასშტაბური რეფორმა განახორციელა. ჩვენ მათ გამოცდილებას გავიზიარებთ. მოგეხსენებათ, საქართველო ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს,"- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ბრატისლავაში საქართველოს პარლამენტის სპიკერი გუშინ დელეგაციასთან ერთად ჩაფრინდა.

 

დღის ამბები