06 აგვისტო 2026,   07:13
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: სლოვაკეთის პოზიცია ემთხვევა ბრიუსელთან არსებულ დღევანდელ ვითარებაზე ჩვენს მიდგომას. იმედია, სლოვაკეთისა და მსგავსი მეგობრების მხარდაჭერით შევძლებთ, შეჩერდეს კონფრონტაციული ტონი, რომელიც ბრიუსელიდან მოდის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრატისლავაში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი მის სლოვაკ კოლეგას შეხვდა. პირისპირ და გაფართოებული ფორმატში განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების გზები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სლოვაკეთის პოზიცია მნიშვნელოვანია, რომელიც სრულად ემთხვევა ბრიუსელთან არსებულ დღევანდელ ვითარებაზე საქართველოს ხელისუფლების მიდგომას:

"სლოვაკეთის პოზიცია მნიშვნელოვანია, რომელიც სრულად ემთხვევა ბრიუსელთან არსებულ დღევანდელ ვითარებაზე ჩვენს მიდგომას, რომ არასწორია კონფრონტაციის გზა, რომელიც ბრიუსელმა აირჩია და ერთადერთი გზა, რომელიც ევროკავშირს ეკადრება, დიალოგის გზაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს ბრიუსელს. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ყრუ კედელს ვხედავთ. ამიტომ, იმედია, სლოვაკეთისა და მსგავსი მეგობრების მხარდაჭერით შევძლებთ, შეჩერდეს კონფრონტაციული ტონი, რომელიც ბრიუსელიდან მოდის და დიალოგის ეტაპზე გადავალთ. სლოვაკეთი განსაკუთრებით აფასებს და ყურადღებას აქცევს საქართველოს, როგორც დამაკავშირებლის როლს ევროპასა და აზიას შორის. შევთანხმდით პარლამენტებს შორის როლის უფრო გაძლიერებაზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბრატისლავაში საქართველოს პარლამენტის სპიკერი გუშინ დელეგაციასთან ერთად ჩაფრინდა.

დღის ამბები