07 აგვისტო 2026,   16:37
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს მორიგი სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს მორიგი სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ოთარ არშინაშვილი, მოადგილეებთან ერთად კურსის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მესაზღვრეებს სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

სასწავლო სროლები შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების "სენაკის", "სიმონეთის", "ორფოლოს" სასროლეთებზე ჩატარდა. 

სასწავლო კურსის მიზანია მესაზღვრეების ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების, საშტატო იარაღის საბრძოლო თვისებებისა და მოწყობილობის, აგრეთვე შენახვის, მოვლის და უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება.

სასწავლო კურსი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და სულ 2000-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. მსგავსი სპეციალური სწავლებები მესაზღვრეებს სისტემატურად უტარდებათ.

დღის ამბები