პადელი, დარცი, კარტინგები და ფეინთბოლი - სტუდენტური ფესტივალი 2026-ის ფარგლებში, 4 სპორტულ სახეობაში შეჯიბრება გაიმართა. აქტივობებში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ. სტუდენტური ახალგაზრდული ფესტივალი სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივ მიმართულებებს აერთიანებს.
ფესტივალმა სტარტი 1-ელ მაისს აიღო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
"მასშტაბური ღონისძიება - სტუდენტური ფესტივალი წარმატებით მიმდინარეობს. დღეს ლისი ლემანსის ტერიტორიაზე გაიმართება სპორტული მიმართულებით ოთხ სახეობაში ტურნირები, რომელშიც მონაწილეობას 40-ზე მეტი უნივერსიტეტი მიიღებს. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა სტუდენტს," - განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა მარიამ კოკაიამ.