18 ივნისი 2026,   18:07
ვრცლად
შეერთებული შტატების კონტრტერორიზმის სტრატეგია - 16 გვერდიან დოკუმენტში იმ გამოწვევებზეა საუბარი, რომლებიც მსოფლიოს წესრიგსა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

შეერთებული შტატების კონტრტერორიზმის სტრატეგია - 16 გვერდიან დოკუმენტში იმ გამოწვევებზეა საუბარი, რომლებიც მსოფლიოს წესრიგსა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, ტერორიზმს აძლიერებს და აწინაურებს. აქცენტია გაკეთებული იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელთაც სახელმწიფო საზღვრები მიგრანტებს გაუხსნეს და ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, კონტინენტი და მოკავშირეები საფრთხის ქვეშ დააყენეს.

თეთრი სახლის ანგარიშით ირკვევა, რომ ევროპას ამ ვითარებიდან თავის დაღწევა შეუძლია. თუმცა, ამისთვის კონკრეტული და რეალისტური ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მათ შორის, ვაშინგტონის პოზიციის თანახმად - სახელმწიფოებმა უნდა აღადგინონ სიტყვის თავისუფლება და საზღვრის დაცვის საკითხს უფრო მეტი სერიოზულობით შეხედონ.

დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ ევროპა ცდილობს - ტერორიზმს უფრო რბილი ტერმინი "ჰიბრიდული საფრთხე" შეუფარდოს, რასაც თეთრი სახლი ეწინააღმდეგება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ღიად ამბობს, რომ ის შეეცდება ევროპაში არსებული ვითარების დასტაბილურებას, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში - თუ სახელმწიფოები შესაბამის ძალისხმევას გამოავლენენ და საერთო პრინციპებს ძირს არ გამოუთხრიან.

მიგრაციასთან სათანადო ბრძოლა, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაღებია, ეს დიდი ხანია თბილისში ითქვა. შესაბამისად, გადაიდგა მკაცრი ნაბიჯები - საფრთხეების თავიდან ასარიდებლად და ტერორიზმთან საბრძოლველად. საქართველოს არაერთ ავტორიტეტულ ანგარიშში - ამ მიმართულებით წამყვანი ადგილი უკავია. სწორედ ამიტომ, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დროა რეალურ საფრთხეებს ევროპამაც გაუსწოროს თვალი და გადადგას ნაბიჯები, რაც კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებს შეესაბამება.

2026 წლის კონტრტერორიზმის სტრატეგია - თეთრმა სახლმა გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის საფრთხეები და გამოწვევებია ასახული, რაც მომეტებული მიგრაციის ფონზე - ტერორისტულ ორგანიზაციებს აძლიერებს და არაერთ ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

დღის ამბები