"ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე - ვენეციის 61-ე ბიენალეზე, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი იქნება პროექტი - "თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი" - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენეციის 61-ე ბიენალე მიმდინარე წლის 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.
"ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე - ვენეციის 61-ე ბიენალეზე, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი იქნება პროექტი - "თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი".
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები.
ვენეციის 61-ე ბიენალე მიმდინარე წლის 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის მთავარი თემაა "მინორულ ტონებში" (In Minor Keys)." - წერია ინფორმაციაში.