Trump Tower Tbilisi-ი საქართველოს დედაქალაქში ახალი, მასშტაბური კომპლექსის ცენტრალური ნაწილი იქნება - ამის შესახებ ჟურნალი Newsweek-ი წერს და პროექტის პირველ ვიზუალურ რენდერს აქვეყნებს. Trump Tower Tbilisi-ი საქართველოს დედაქალაქში ახალი, ფართომასშტაბიანი განვითარების ცენტრალურ ნაწილს შექმნის - წერს უცხოური გამოცემა.
"ტრამპის ორგანიზაცია" (The Trump Organization) და მისი პარტნიორები Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ. ეს იქნება დაახლოებით 70-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.
ცათამბჯენი მოიცავს მდიდრულ რეზიდენციებს, სავაჭრო ობიექტებსა და სასტუმროს ტიპის კეთილმოწყობას. პროექტის დიზაინზე არქიტექტურული ფირმა Gensler-ი მუშაობს, ხოლო მას ზურგს უმაგრებს კონსორციუმი, რომელშიც შედიან ქართული უძრავი ქონების კომპანია Archi Group-ი და Biograpi Living-ი.
დონალდ ტრამპის ვაჟი, ერიკ ტრამპი აღნიშნავს, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის "გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს" საქართველოშიც დაამკვიდრებს.