06 აგვისტო 2026,   09:12
ვრცლად
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს "ოცნებასთან", "ოცნებას" ისევ "ნაცებთან"

დიპლომატი კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანის მიერ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მომავალი პატრიარქის არჩევნებს „ფიქცია“ უწოდა. ჟღენტი ახვლედიანს სოციალურ ქსელში „პროფესიონალ მოღალატეს“ უწოდებს.

„ნაძირალა ახვლედიანი, პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“ და ახლა კაცმა არ იცის ვინ და რა დარჩა, ბედავს ეკლესიაზე საუბარს, ეს პროფესიონალი იუდა?“, - წერს ჟღენტი.

ცნობისთვის, "TV პირველის" ეთერში, მეუფე ზენონმა განაცხადა, რომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის. მისი მოსაზრებები, იგივე პათოსით, მალევე, სხვადასხვა მედიაპლატფორმამ გაავრცელა, რამდენიმე მათგანმა კი დაასპონსორა კიდეც.

დღის ამბები