04 აგვისტო 2026,   05:50
ვრცლად
ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ბრიტანეთის საელჩო იქნება თუ სხვა, მიუთითებენ ამ ადამიანებს, დაანებონ თავი რადიკალიზაციას პოლიტიკაში - ლევან მახაშვილი ბადრი ჯაფარიძის ბრიტანეთის საელჩოში გამართულ შეხედრაზე

ფარული შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან. "კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დილით ბრიტანეთის საელჩოში დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან პარტიის წევრებთან ერთად, ერთ-ერთ სასტუმროში დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გადაინაცვლა.

ბადრი ჯაფარიძემ "კურიერს" ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა დაუდასტურა. ფაქტს უმრავლესობაში აფასებენ. 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი იმედოვნებს, რომ საელჩოები მოუწოდებენ ოპოზიციის ლიდერებს, "დაანებონ თავი რადიკალიზაციას პოლიტიკაში".

"მე ვერ გეტყვით კონკრეტულად რა შინაარსის შეხვედრებია, მაგრამ ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ბრიტანეთის საელჩო იქნება თუ სხვა, მიუთითებენ ამ ადამიანებს, რომ დაანებონ თავი რადიკალიზაციას პოლიტიკაში. მხოლოდ ამის მოლოდინი და სურვილი მაქვს, ამის მიღმა ნებისმიერი სხვა შინაარსის საუბარი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, ქართულ დღის წესრიგში დაბრუნდეს დიდი დოზით რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, რომლის სათავეშიც სწორედ ეს ადამიანები იყვნენ მაშინაც", - აცხადებს მახაშვილი. 

დღის ამბები