01 აგვისტო 2026,   12:25
ვრცლად
რუსთავის მერიის ინიციატივით, ქალაქის ციფრული განვითარების სივრცეში, მწვანე ტექნოლოგიების კვირეული გაიმართა

რუსთავის მერიის ინიციატივით, ქალაქის ციფრული განვითარების სივრცეში, მწვანე ტექნოლოგიების კვირეული გაიმართა. პროექტში 15-დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც მდგრადი განვითარების ტექნოლოგიებისა და ეკო- ინოვაციების შესახებ ლექციები, ინოვაციების სკოლის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.

აღსანიშნავია, რომ ურბანულ პროექტებში მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა რუსთავს უკვე აქვს დანერგილი, რომლის ფარგლებშიც კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"ქალაქის ურბანულ განვითარებაში მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება, რუსთავის ჰაერის მართვის გეგმის და ეკოლოგიური სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე, მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვა იმ პროექტების განხორციელება, რომელიც მათ მეტ ინფორმაციას მისცემს და ცოდნას უკვე მომავალში გამოიყენებენ პროექტების წერის დროს", - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

დღის ამბები