18 ივნისი 2026,   19:29
ვრცლად
პატიმრობაში მყოფი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ირანელი ნარგეს მოჰამადი,  ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ირანელი ნარგეს მოჰამადი, "ჯანმრთელობის კატასტროფული გაუარესების" შემდეგ, ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN მისივე ფონდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოჰამადის ოჯახი და მხარდამჭერები კვირების განმავლობაში მოუწოდებდნენ ირანის რეჟიმს, მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების უფლება მიეცათ.

ნარგესის ფონდის განცხადებით, მოჰამადი ციხიდან ირანის ზანჯანის პროვინციაში მდებარე ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფონდმა ჯერ კიდევ თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჰამადი შიმშილობდა, მარტში თქვეს, რომ ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, სავარაუდოდ, გულის შეტევა ჰქონდა გადატანილი და სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებაზე უარი ეთქვა.

ირანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანის უფლებათა დამცველს, ნარგეს მოჰამადის, ნობელის მშვიდობის პრემია, "ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ყველასთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის ბრძოლისთვის" 2023 წელს მიენიჭა. ის მაშინაც პატიმრობაში იმყოფებოდა, ამიტომ, ნობელის მშვიდობის პრემია მის ნაცვლად, ოსლოში 2023 წლის 10 დეკემბერს, მისმა შვილებმა, ალი და კიანა რაჰმანიებმა მიიღეს. 

Ali and Kiana Rahmani accept the 2023 Nobel Peace Prize on behalf of their mother, imprisoned Iranian activist Narges Mohammadi, in Oslo, Norway, on December 10, 2023.

დღის ამბები