იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტებულ 16 უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიზანი სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ლანა მორგოშიას განცხადებით, ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ.
"ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან. მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გაეცნონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება საჯარო სერვისების მიწოდებისა და ზოგადად, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით", - განაცხადა ლანა მორგოშიამ.