„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” გამარჯვებულმა ორმა აქსელერატორმა აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ხორციელდება.
„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში.
„ქართველ სტარტაპებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ უნიკალური ცოდნა, გამოცდილება საკუთარი პროდუქტის განვითარების, ინვესტორებთან და კლიენტთან მუშაობის. ეს ასევე ხელს უწყობს და ზრდის საქართველოს ეკოსისტემის მიმზიდველობას რეგიონული სტარტაპების მხრიდან“, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.