ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მე და სარა შოკირებული ვართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამო. შვებაა, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან. დაჭრილ პოლიციელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვაფასებთ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებას", – წერს ნეთანიაჰუ.
თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც ტრამპი ესწრებოდა, ცეცხლი გახსნეს. ეჭვმიტანილი დაკავებულია.