03 აგვისტო 2026,   18:17
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა, რის შემდეგაც საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა დაიწყება. დაკავებულებს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ბრალდებათ.

პროკურორ როინ ხინთიბაძის თქმით, დაცვის მხარის მტკიცებულებებს ძალა არ ჰქონდა.

"ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად დადასტურდა ის, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეებმა იძალადეს პოლიციის თანამშრომლებზე, ზოგიერთმა სცადა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, ზოგიერთმა მათგანმა ცეცხლი წაუკიდა ნივთებს და ეს ყველაფერი დადასტურდა ვიდეოჩანაწერებით, ექსპერტიზის დასკვნებით და მოწმეთა ჩვენებებით. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, მხოლოდ ერთი ბრალდებულის ადვოკატს ჰქონდა წარმოდგენილი სატელევიზიო ჩანაწერი, რომელსაც არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ ჰქონდა,"- აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები