ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმე დასკვნით ეტაპზეა. სხდომაზე დღეს პროკურატურამ დასკვნით სიტყვას წარმოთქვა. გამოძიება მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
საქმეზე უკვე მსჯავრდებულია გელა უძილაური. მკვლელობის დამკვეთად კი დასახელებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.
"ბრალდების მხარე პრეზენტაციის მეშვეობით დაანახებს სასამართლოს, რომ დიახ ბრალდებულებმა დავით და გიორგი მიქაძეებმა და გიორგი ჯოხაძემ ჩაიდინეს ის დანაშაულები, რასაც ბრალდების მხარე ედავება მათ. ყველა მტკიცებულებას მიმოიხილავს ბრალდების მხარე. აქ არ არის ცალკე აღებული რომელიმე მტკიცებულების ცალკე შეფასება, აქ არის მტკიცებულებათა კონტექსტი. პროკურატურის მოთხოვნა არის გამამტყუნებელი განაჩენი და კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელი," - აცხადებს პროკურორი, ლევან ვეფხვაძე.