18 ივნისი 2026,   13:16
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტთან მოგვიწევს მოლაპარაკება, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება შენარჩუნდება - უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პეტერ მადიარი

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ პუტინთან ენერგომომარაგებაზე მოლაპარაკებას გამართავს.

"ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან მოგვიწევს მოლაპარაკება. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე ასევე შენარჩუნდება. ჩვენ მოლაპარაკებას ვაპირებთ", - თქვა მადიარმა ადგილობრივ გაზეთ "ნეფშავასთან" ინტერვიუში.

ცნობისთვის, უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანი, 16-წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, კვირას გამართულ არჩევნებში დამარცხდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა, პეტერ მადიარმა და მისმა ახლადშექმნილმა ცენტრისტულმა მემარჯვენე პარტია "ტისამ" პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

 

დღის ამბები