29 ნოემბერი 2026,   14:03
ვრცლად
სიონის საკათედრო ტაძარში აღდგომის სადღესასწაულო მსახურებას პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან

სიონის საკათედრო ტაძარში აღდგომის სადღესასწაულო მსახურებას, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ესწრებიან. ტაძარში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად.

სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო უძღვება.

წელს, აღდგომის პირველი დღესასწაულია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე აღინიშნება. 

 

დღის ამბები