18 ივნისი 2026,   13:03
ვრცლად
ტრამპი აშშ-ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე სოციალურ ქსელში წერს: "მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა"

"მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ  ტრამპმა ეს განცხადება აშშ-ს და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რომელიც 11 აპრილს, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშია დაგეგმილი.

აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, რომელიც პაკისტანში უკვე გაემგზავრა.

ჯეი დი ვენსი აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი იქნება, რომელიც ათწლეულების შემდეგ ირანთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება. 

დღის ამბები