გერმანიაში, ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, გაუქმებულია ასობით რეისი.
გაფიცვა გუშინ ღამით, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიწყო და 24:00 საათს გაგრძელდება. გაფიცულია დაახლოებით 20 000 ბორტგამცილებელი.
მიზეზი ხელფასებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეფერხებაა.