18 ივნისი 2026,   18:38
ვრცლად
ირანს ჯერ კიდევ შეუძლია სროლა - პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ირანთან ომს გამარჯვებად აფასებს, თუმცა ღიად აცხადებს, რომ ირანს ჯერ კიდევ შეუძლია სროლა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომში გაიმარჯვა და მისი სამხედრო ძალების უდიდესი ნაწილი გაანადგურა.

განცხადება ჰეგსეთმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, ამერიკული დაზვერვის შეფასებით, ირანი რაკეტების გაშვების პოტენციალი კვლავ აქვს. 

"ოპერაცია - ეპიკური რისხვა (Epic Fury) იყო ისტორიული და გამანადგურებელი გამარჯვება ბრძოლის ველზე", - აღნიშნავს ჰეგსეტი.
მისივე განცხადებით "ეპიკურმა რისხვამ" გაანადგურა ირანის სამხედრო მანქანა და მომავალი წლების განმავლობაში ბრძოლისუუნაროდ აქცია".

დღევანდელ ბრიფინგზე ჰეგსეთმა ირანის რესურსებთან დაკავშირებითაც ისაუბრა - "რაც ცოტა დარჩათ ბუნკერებში ჩამალული, მხოლოდ ესაა მათი მთელი რესურსი".

"მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ სროლა, ეს ვიცით" - აცხადებს პიტ ჰეგსეტი.
"მათი მართვისა და კონტროლის სისტემა იმდენად განადგურებულია, რომ რეალურად კომუნიკაცია და კოორდინაცია აღარ შეუძლიათ. ასე რომ, მათ შესაძლოა კიდევ გაისროლონ აქა-იქ, თუმცა ეს ძალიან, ძალიან არაგონივრული ნაბიჯი იქნება".

წყარო: CNN

დღის ამბები