უკრაინაში, ქალაქ სუმის ცენტრში, რუსული დრონების თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის შედეგად ცეცხლი გაჩნდა მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაში. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული.
რუსეთში კი, ქალაქ ტოლიატში, უკრაინული დრონების იერიშის შედეგად, ორი ქიმიური ქარხანა დაზიანდა. დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ შენობაშიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.