ისტორიული კოსმოსური ფრენა 10 დღეს მოიცავს, ამ დროის განმავლობაში "ნასას" კოსმონავტები გაფრინდებიან მთვარეზე, შემოუფრენენ მას, მის უკანა მხარეს აღმოჩნდებიან და დედამიწაზე დაბრუნდებიან, სადაც კაფსულა წყნარ ოკეანეში, წყალზე დაეშვება.
მისიის განმავლობაში, 6 აპრილს, როცა ორიონი მთვარის გარშემო იმოძრავებს, ეკიპაჟი დედამიწიდან ისეთ მანძილზე მიაღწევს, როგორზეც ადამიანი ჯერ არ ყოფილა - ამით მოიხსნება Apollo 13-ის 400 171-კილომეტრიანი რეკორდი.
Artemis-II-ის მისიის მთავარი ამოცანა მარსზე პილოტირებული გაფრენა იქნება.
Artemis-II-ის მისიაში ოთხი ადამინია: ხომალდის მეთაური რიდ უიზმანი, პილოტი ვიქტორ გლოვერი, მისიის ინჟინერ-სპეციალისტი კრისტინა კუკი და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი, მფრინავი-გამომცდელი ჯერემი ჰანსენი. ჰანსენისთვის ეს კოსმოსში პირველი გაფრენაა, ასევე, ისტორიაში პირველი კანადელი, რომელიც მთვარეზე გაფრინდა.
NASA-ს ასტრონავტები
NASA-ს გუნდმა, შესაძლოა, მისია Apollo-13-ის რეკორდი მოხსნას, რომელიც 1970 წელს, დედამიწას 400 000 კილომეტრით დაშორდა. ეს, ისტორიული ფრენის მომენტში დედამიწის მიმართ მთვარის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
მთვარისკენ გაფრენამდე ჯერ კიდევ 2017 წელს, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლის თანახმად, აშშ-ის კოსმოსური დარგის მთავარი ამოცანა უნდა გამხდარიყო პილოტირებული კოსმოსური გაფრენები: ჯერ მთვარეზე, შემდეგ კი გრძელვადიანი პერსპექტივით - მარსზე.
კოსმოსურ სივრცეში კვლევების მიზანი დედამიწის თანამგზავრის სრულყოფილად შესაწავლა, მათ შორის, ორბიტაზე და ზედაპირზე ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე, მზის სისტემის სრულად ათვისებაა.
რამდენიმე წელში, პროგრამა Artemis-ს, 60-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. პირველთა შორის იყვნენ კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ავსტრალია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლუქსემბურგი - ქვეყნები, რომლებიც კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებაში ინვესტიციებს სხვებზე უფრო აქტიურად დებენ.
მთვარეზე ამერიკელმა ასტრონავტებმა ფეხი პირველად 1969 წელს დადგეს.
ამერიკელმა ასტრონავტებმა, ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა, მთვარეზე პირველმა ადამიანებმა, ფეხი 1969 წლის 20 ივლისს, ვაშინგტონის დროით 23 საათზე დადგეს. ხომალდი არმსტრონგმა პირველმა დატოვა და ნაბიჯი გადადგა დედამიწის თანამგზავრზე, სადაც წარმოთქვა სიტყვები: "ეს არის ადამიანის პატარა ნაბიჯი, მაგრამ უზარმაზარი ნახტომი კაცობრიობისთვის".
პირველი Artemis-I-ის მისიის გაშვება ტექნიკური პრობლემებისა და ამინდის პირობების გამო რამდენჯერმე გადაიდო და ხომალდი Orion-ი მთვარისკენ მხოლოდ 2022 წლის ნოემბერში გაემგზავრა. მისიის განმავლობაში კაფსული დედამიწას სარეკორდო მანძილით, 430 000 კილომეტრით დაშორდა. ეს ყველაზე დიდი მანძილია, რომლითაც ხომალდი, რომელიც პილოტირებული ფრენისთვის არის განკუთვნილი, დედამიწას ოდესმე დაშორებია. Orion-მა მთვარეს ორჯერ შემოუარა, დედამიწაზე დაბრუნდა და წყნარ ოკეანეში წყალზე დაჯდა. NASA-მ Artemis II-ისთვის მზადება დაიწყო.
პროგრამა იყენებს აღჭურვილობას, რომელსაც NASA ათწლეულების განმავლობაში ავითარებდა და აშენებდა. მთვარეზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება.
მთვარეზე თავისი საერთაშორისო კვლევითი სადგურის (International lunar research station) შესახებ ჩინეთმაც გამოაცხადა. ამ პროექტს რუსეთი შეუერთდა. ჩინეთი აცხადებს წარმატებების შესახებ, პრობლემებზე კი დუმილს არჩევს, ამიტომ, შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ არის სინამდვილეში უფრო ახლოს მთვარეზე დაჯდომასთან.
ჩინეთსა და რუსეთს შორის პარტნიორობა კოსმოსთან დაკავშირებით 2014 წელს დაიწყო და შემდეგი 7 წლის განმავლობაში თანდათან გაფართოვდა. პროგრესმა კულმინაციას 2021 წლის მარტის დასაწყისში მიაღწია. ინიციატივა, 2028 წლისთვის კოსმოსში ადამიანების ხანგრძლივად ყოფნას ისახავს მიზნად. ეს ინიციატივა ეფუძნება ფართო პარტნიორობას და ასახავს ორივე ერის ერთობლივ ძლიერ მხარეებს: რუსეთის ვრცელ გამოცდილებას ადამიანის კოსმოსურ და მთვარის მისიებში და ჩინეთის ბოლოდროინდელ მიღწევებს მთვარის რობოტულ კვლევაში, როგორიცაა Chang’e მისიები.
ოთხი ასტრონავტი დაამყარებს ახალ რეკორდს - გაემგზავრებიან დედამიწიდან იმაზე შორს, ვიდრე ოდესმე ყოფილა ადამიანი.
Artemis-II პირველია 1972 წელს პროგრამა "აპოლოს" დასრულების შემდეგ, როდესაც ადამიანი მთვარეზე კვლავ ბრუნდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა "აპოლოს" პროგრამის ეპოქის შემდეგ, როცა ადამიანი დედამიწის დაბალ ორბიტას კვლავ გასცდება.
კოსმოსური ხომალდი ორი დღის განმავლობაში დედამიწის ორბიტაზე იმოძრავებს, შემდეგ კი მთვარისკენ წავა. ამ ორი დღის განმავლობაში ეკიპაჟი დატესტავს სიცოცხლისთვის აუცილებელ სისტემებს, ასევე განახორციელებენ ძველ კოსმოსურ ხომალდთან შეპირაპირებას კაფსულა "ორიონის" ხელით მართვის გზით. ამის შემდეგ რვა დღის განმავლობაში ისინი მთვარის გარშემო იფრენენ.
ამ დროს მთვარის "ბნელი მხარის" რაღაც ნაწილი განათებული იქნება, მაგალითად, დიდი კრატერი, სახელად მარე ორიენტალე, რომელიც ადამიანის თვალს არასოდეს უნახავს და მის შესახებ მხოლოდ თანამგზავრების საშუალებით ვიცით.
გარდა კოსმოსური ხომალდის ტესტირებისა, მისია დაადგენს იმასაც, როგორ მუშაობენ ასტრონავტები ღრმა კოსმოსში ხანგრძლივი დროით, მათ შორის დაგვიანებული კომუნიკაციების პირობებში.
შემდეგი ეტაპი იქნება Artemis III, რომელიც 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. კაფსულა "ორიონის" ეკიპაჟი ამ მისიაში დედამიწის დაბალ ორბიტაზე იმოძრავებს და დატესტავენ შეპირაპირებებს კომერციულ კოსმოსურ ხომალდთან, რომლითაც იგეგმება მომავალში მთვარეზე დაშვების ოპერაციები. 2028 წლისთვის კი დაგეგმილია მთვარეზე დაშვება და მთვარის გრუნტის ნიმუშების შეგროვება.
ვინ არიან ისტორიული მისიის წევრები და რა ნივთები წაიღეს კოსმოსში?
ეკიპაჟის მეთაური რიდ უაიზმანი აშშ–ის საზღვაო ძალების ყოფილი მფრინავი. 16 წლის წინ გახდა ასტრონავტი. მთელი ცხოვრება ფრენა უყვარდა, მაგრამ დედამიწაზე ყოფნისას სიმაღლის ძალიან ეშინოდა. სამი წლის წინ გახდა NASA-ს უფროსი ასტრონავტი, როცა მას 1972 წლის შემდეგ მთვარის პირველი პილოტირებული მისიის ხელმძღვანელობა სთხოვეს. 2020 წელს მეუღლე კიბოთი გარდაეცვალა და ახლა ორ ქალიშვილს მარტო ზრდის.
პილოტი - ვიქტორ გლოვერია. გლოვერი ერთ-ერთია NASA-ს სულ რამდენიმე შავკანიან ასტრონავტს შორის. საზღვაო ფლოტის კაპიტანი 49 წლისაა და წარსულში საბრძოლო პილოტი იყო. აქამდე მას მხოლოდ ერთი კოსმოსური ფრენის გამოცდილება აქვს - SpaceX-ის ხომალდით ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აიყვანა. ის პირველი შავკანიანი ადამიანი გახდება, რომელიც მთვარეზე გაფრიდნება. ვიქტორმა თან ბიბლია, საქორწინო ბეჭდები, ოჯახური რელიქვიები და შთამაგონებელი ციტატების კრებული წაიღო.
მისიის სპეციალისტი - კრისტინა კოხია. ფიზიკოსი და ელექტროინჟინერია. მან 2019 წელს ქალებს შორის ყველაზე ხანგრძლივი კოსმოსური მისიის რეკორდიც დაამყარა. ის ასევე გახდა პირველი ქალი, რომელიც მთვარისკენ გაემგზავრა. კოსმოსურ ფრენებზე ბავშვობიდან ოცნებობდა. კოხი კოსმოსში ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ იმყოფებოდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.
კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი - ჯერემი ჰანსენი
კანადელი საბრძოლო პილოტისა და ფიზიკოსისთვის ეს კოსმოსური დებიუტია, საკმაოდ სტრესული, მაგრამ, ამავე დროს, ის გახდება თავისი ქვეყნის პირველი ემისარი მთვარეზე.
50 წლის ჰანსენი ონტარიოში, ქალაქ ლონდონთან ახლოს გაიზარდა, შემდეგ ინგერსოლში გადავიდა და მფრინავის კარიერას გაჰყვა. კანადის კოსმოსურმა სააგენტომ ასტრონავტად ის 2009 წელს შეარჩია, "არტემისის" ეკიპაჟის წევრად კი 2023 წელს დაასახელა.
ჰანსენი 50 წლისაა, დაოჯახებულია და სამი შვილი ჰყავს. თავისუფალ დროს იახტით ცურვა, კლდეზე ცოცვა და სამთო ველოსპორტი უყვარს. ჰანსენი პირველი არამერიკელი, რომელიც მთვარეზე მიფრინავს, ეს კი საერთაშორისო თანამშრომლობში დიდი პროგრესის ნიშანია. როგორც ჭეშმრიტმა კანადელმა ჰანსენმა თან ნეკერჩხლის სიროფი და ნეკერჩხლისვე ორცხობილა წაიღო.