თბილისის საქალაქო სასამართლოში "სფერო ჰოლდინგის" საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბრალდებულებმა პროკურორის აცილება მოითხოვეს, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თაღლითობის საქმეზე სულ 4 დაკავებულია. პროცესს დაზარალებულებიც ესწრებოდნენ.
დაზარალებულებმა კომენტარი გააკეთეს მედიასთან. ერთ-ერთი მათგანის, აკაკი ლუკავას თქმით, სასამართლოსთან ყველა დაზარალებული ითანამშრომლებს.
"დღეს დაიწყო "სფერო ჰოლდინგის" არსებითი განხილვები სასამართლოში. 20 აპრილიდან, შეთანხმებულად, ორშაბათობით იქნება "სფერო ჰოლდინგის" საქმე სასამართლოში განხილული. ყველა დაზარალებული ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან", - განაცხადა აკაკი ლუკავამ.