09 აგვისტო 2026,   01:08
ვრცლად
ევროსაბჭოს ლიდერების კიდევ ერთი მცდელობა, პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენონ საქართველოს - ამ თემაზე "მემარცხენე ალიანსში" ბრიფინგი გაიმართა

ევროსაბჭოს ლიდერების კიდევ ერთი მცდელობა, პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენონ საქართველოს, - ამ თემაზე ბრიფინგი გაიმართა დღეს "მემარცხენე ალიანსში".

"მემარცხენე ალიანსში" ამბობენ, რომ ევროსაბჭოს კონგრესი პირველ აპრილს საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველა ინსტიტუციური საშუალება ამოწურა, შედეგს მაინც ვერ მიაღწია და საქართველო ამჯერადაც სათანადო პასუხს გასცემს მათ უშედეგო და უარგუმენტო მცდელობებს.

პარტიაში ისაუბრეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ გარე კამპანიაზე, რომლის მიზანიც ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა. აქცენტი გაკეთდა ასევე მედიაზე თავდასხმაზე, უარგუმენტო დოკუმენტებზე და ევრობიუროკრატებზე, რომელთაც პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარი საქართველოსთვის არ გამოუცხადებიათ.

დღის ამბები