18 ივნისი 2026,   16:51
ვრცლად
დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის - ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ეფი დეფრინის განცხადებით, ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დააზიანა.

"ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება", – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა. იემენელ "ჰუსიტებთან" დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას კი დეფრინმა აღნიშნა, რომ ისრაელი მრავალფრონტიანი ომისთვის ემზადებოდა.

"ვივით, როგორ დავიცვათ ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენ ვმოქმედებთ, არ ვსაუბრობთ. დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის", – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

დღის ამბები