18 ივნისი 2026,   16:04
ვრცლად
"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების აუცილებლობაზე საუბრობენ

"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით აუცილებელია, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო და უფასო გადაადგილების თავისუფლება სამუდამოდ აღდგეს, რადგან ირანი აგრძელებს ამ საკვანძო გზის შეფერხებას.

საფრანგეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, “დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოითხოვეს “სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დაუყოვნებლივი შეწყვეტა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, თუ ირანი არ გახსნის სრუტეს, თუმცა ხუთშაბათს მან თავის მიერვე დაწესებული ბოლო ვადა 6 აპრილამდე გადაწია.

მოკავშირეებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ წვლილი შეიტანონ ძალისხმევაში, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სრუტის ღიად დარჩენა, თუმცა ამტკიცებენ, რომ მანამდე აუცილებელია დეესკალაცია.

გავრცელებული ინფორმაციით კი, ირანი ცდილობს, მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებულ გემებზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.

"ჩვენ ხაზი გავუსვით რეგიონულ პარტნიორებზე, მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კონფლიქტის გავლენის მინიმუმამდე დაყვანის მნიშვნელობას და ჰუმანიტარული დახმარების ძალისხმევის კოორდინაციის საჭიროებას“, - ნათქვამია განცხადებაში.


"ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ მრავალფეროვანი პარტნიორობის, კოორდინაციისა და მხარდამჭერი ინიციატივების მნიშვნელობაზე, მათ შორის ისეთი გლობალური ეკონომიკური შოკების შესარბილებლად, როგორიცაა შეფერხებები ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სასუქებისა და კომერციული მიწოდების ჯაჭვებში, რომლებსაც პირდაპირი გავლენა აქვთ ჩვენს მოქალაქეებზე," -ვკითხულობთ განცხადებაში.

დღის ამბები