05 აგვისტო 2026,   03:44
ვრცლად
მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები International Media Marketplace-ზე, ლონდონსა და პარიზში, საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ლონდონსა და პარიზში გამართულ International Media Marketplace-ზე ბრიტანული, ფრანგული და  ამერიკული მედიის წარმომადგენლები, PR-ის სპეციალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ.  ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.

International Media Marketplace მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო მედია კონფერენციაა, ორივე ღონისძიებას 700-მდე  ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურიზმისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი დაესწრო.  

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ბაზარზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს BBC Travel-ის, National Geographic Traveller-ის, The Guardian-ის, The Telegraph-ის, The Independent-ის, Daily Mail-ის, Conde Nast Traveller-ის, Le Figaro-ს, Voyage-ის,   National Geographic France-ის, Le Monde-ის, Le Parisien-ის, GEO-ს, National Geographic Traveller France-ის, Condé Nast Traveller France-ისა და TourMaG-ის, TV5-ის, Lonley Planet-ის, Premium Magazine-ისა და სხვა მედია პლატფორმების ჟურნალისტებთან, მოგზაურ ავტორებთან და ბლოგერებთან.
ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ტურისტული მიმართულებების, კურორტების, გასტრონომიისა და სათავგადასავლო ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

International Media Marketplace მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 14 წელია იმართება.

დღის ამბები