18 ივნისი 2026,   16:50
ვრცლად
მოჯტაბა ხამენეიმ აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ ქმედებებისთვის "კომპენსაციის" გადახდა მოუწევთ

აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ მათ თავიანთი ქმედებებზე პასუხი უნდა აგონ, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს

"ჩვენ მტრისგან კომპენსაციას მოვითხოვთ. თუ მტრისგან კომპენსაციას ვერ მივიღებთ, მათ ქონებას ისევე გავანადგურებთ, როგორც მათ ჩვენი გაანადგურეს," - განაცხადა ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა სახელმწიფო ტელევიზიის მიმართვაში.

ხამენეიმ ასევე გაფრთხილების სახით თქვა, რომ ირანი საპასუხოდ მეზობელი ქვეყნების დაბომბვას გააგრძელებს.

"ამ ქვეყნებმა ნათლად უნდა გამოხატონ თავიანთი მოვალეობა ჩვენი საყვარელი სამშობლოს დამპყრობლებისა და ჩვენი ხალხის მკვლელების წინაშე," - განაცხადა მან

 

 

დღის ამბები