08 აგვისტო 2026,   10:21
ვრცლად
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი ოფიციალურად გაიხსნა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს ეროვნული სტენდი, სადაც წარმოდგენილია საქართველო 80-მდე გამოცემითა და 10-მდე ავტორით, მთარგმნელებითა და გამომცემლებით.

ღონისძიების პირველ დღე მიეძღვნა თანამედროვე ქართველი ავტორების, ახლად გამოქვეყნებულ მოთხრობათა კრებულს, რომელიც გამოსცა კანადურმა გამომცემლობამ BookLand Press (Canada). წიგნში ნათლად არის წარმოდგენილი ქართული რეალობის მრავალფეროვნება. ქვეყნის ისტორიის გარდამავალი წლებიდან, დღევანდელი ცხოვრების სირთულეებამდე.

კრებულში შემავალი ავტორებიდან, ოთხმა − ბაჩო კვირტიამ, ცირა ყურაშვილმა, ნინო გუგეშაშვილმა და გელა ჩქვანავამ, გამომცემელ რობერტ მორგანთან ერთად, გამართეს პრეზენტაცია. შედგა დისკუსია თემაზე − ქართული ლიტერატურის გზა მის საზღვრებს მიღმა − მცირე ენოვანი ქვეყნიდან ხმების მსოფლიო ასპარეზზე გამოტანის გამოწვევები და შესაძლებლობები.

საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილე გამომცემლებს მწერალთა სახლი გადასცემს 2026 წლის კატალოგს - GEORGIA PORTAITS ACROSS TIME, რომელშიც შესულია თანამედროვე ქართველ მწერალთა შემოქმედებითი ბიოგრაფიები და მათი ნაწარმოებების სინოფსისები.

დღის ამბები