19 ივნისი 2026,   04:59
ვრცლად
ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, ომი, რომელიც არავისთვის იქნება სასარგებლო – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, ომი, რომელიც არავისთვის იქნება სასარგებლო, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და თქვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მომხრე იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველა მხარე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

"როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გულწრფელი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს მათთან გლობალური უსაფრთხოების ინიციატივების განსახორციელებლად, ახლო აღმოსავლეთში წესრიგის აღსადგენად, მისი ხალხებისთვის სიმშვიდისა და მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად. სუვერენიტეტი ამჟამინდელი საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედია. ირანისა და სპარსეთის ყურის რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს გათვალისწინებული და ხელშეუხებელი", – განაცხადა ვანგ იმ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ჩინეთის დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალურად დამაზიანებელი შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

"თუ ორი ქვეყანა ერთმანეთთან არ ითანამშრომლებს და დიალოგი არ გაგრძელდება, ეს მხოლოდ გაუგებრობებსა და არასწორ შეფასებებს გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კონფრონტაციამდე მივა და მთელ მსოფლიოს დააზარალებს“, – განაცხადა ვანგ იმ.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებისთვის, რადგან უკვე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები. ვანგ იმ აღნიშნა, რომ პეკინი მზად არის თანამშრომლობისთვის, თუმცა ურთიერთობის გაუმჯობესება ორივე მხარისგან მოითხოვს ნაბიჯებს.

"ჩინეთის პოზიცია ყოველთვის პოზიტიური და ღიაა. მთავარი არის, რომ აშშ-მაც იმავე მიმართულებით იმუშაოს ჩინეთთან ერთად“, – განაცხადა  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები