19 ივნისი 2026,   01:18
ვრცლად
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - Reuters

ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება იყო. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 01:00 საათზე, საკონსულო განყოფილების შესასვლელთან მოხდა.

როგორც Reuters-ი წერს, აფეთქების შედეგად, დაზიანდა შენობა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიაზე დამატებითი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. 

დღის ამბები