ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
"არანაირი გარიგება, არანაირი კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. უნგრეთის ენერგია მალე კვლავ „დრუჟბას“ მილსადენით იმოძრავებს,"- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.