აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალდებულებდა, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი სამხედრო მოქმედების დაწყებამდე კონგრესის თანხმობა მიეღო. CNN-ის ინფორმაციით, ინიციატივას მხარი 47-მა სენატორმა დაუჭირა.
აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მრჩევლები განიხილავენ, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს შტატებმა ირანში სამხედრო კამპანიის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან
გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა.
მანამდე კეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ ტრამპმა ირანზე დარტყმების განხორციელების გადაწყვეტილება "შინაგანი ალღოს" საფუძველზე მიიღო, რომლის თანახმადაც, თეირანი აშშ-ზე თავდასხმას გეგმავდა.
თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში ამერიკის წარმატებას 10 ბალიანი შკალიდან დაახლოებით 15-ით აფასებს.