08 აგვისტო 2026,   17:18
ვრცლად
ჩარტერული რეისები ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად - პირველი რეისი დღეს შესრულდება

საქართველოს მთავრობამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში საომარი მოქმედებების გამო ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები დანიშნა. პირველი რეისი მუსკატი — თბილისი დღეს შესრულდება.

სპეციალური რეისები, მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად, ამ დროისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ომანის სასულთნოდან შესრულდება.

ავიარეისების განრიგი უკვე შეთანხმებულია, სამშობლოში დაბრუნების მსურველებმა კი საელჩოების ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და დარეგისტრირდნენ.

საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ხელისუფლებას.

"ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები:

მუსკატი (ომანის სასულთნო) — თბილისი (საქართველო)
03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)
05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)

რიადი (საუდის არაბეთი) — თბილისი (საქართველო)
04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)

საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
• ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
• ტელეფონი: +971 2 553 36 83
• ელ-ფოსტა: [email protected]

საქართველოს საელჩო ყატარის სახელმწიფოში (დოჰა):
• ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
• ტელეფონი: +974 44 739 499
• ელ-ფოსტა: [email protected]

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ყატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

დღის ამბები