18 ივნისი 2026,   17:22
ვრცლად
"მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელი "ჰეზბოლას" ობიექტებს ბომბავს" - ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო

""ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელი "ჰეზბოლას" ობიექტებს ბომბავს", - ამის შესახებ X-ზე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს.

მათივე განცხადებით, "ჰეზბოლა", როგორც ირანის მარიონეტული ძალა, კვლავ ირანის რეჟიმის ინტერესებს აყენებს ლიბანისა და მისი ხალხის ინტერესებზე წინ.""

""ირანის რეჟიმი რეგიონის შვიდ ქვეყანაში, მათ შორის ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში, მიზანმიმართულად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას. მაშინ, როდესაც ისრაელის სამიზნე ტერორისტები და სამხედრო ინფრასტრუქტურაა, ირანი დარტყმებს უდანაშაულო ადამიანებზე, მათ სახლებში ახორციელებს"", - წერია განცხადებაში.

დღის ამბები