19 ივნისი 2026,   11:11
ვრცლად
ირანში სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად, ქალაქ მინაბში მდებარე გოგონების სკოლაში დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 40 დაღუპულისა და 45 დაშავებულის შესახებ.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი საჰაერო იერიშების შემდეგ, ქვეყანაში ინტერნეტი სრულად გაითიშა. დარტყმების შედეგების შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, მთავრობის მიერ კონტროლირებადი წყაროებიდან ვრცელდება.

დღის ამბები