19 ივნისი 2026,   12:30
ვრცლად
შვეიცარიაში ამერიკისა და ირანის წარმომადგენლებს შორის ბირთვული შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებებზე შესვენებაა გამოცხადებული - დიალოგი, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში აღდგება

შვეიცარიაში ამერიკისა და ირანის წარმომადგენლებს შორის ბირთვული შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებებზე შესვენებაა გამოცხადებული. დიალოგი სავარაუდოდ რამდენიმე საათში აღდგება.

მხარეები ცდილობენ, იპოვონ საერთო ენა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისა და საერთაშორისო კონტროლის გაძლიერების საკითხებზე.

"ვოლ სტრიტ ჯურნალი" წერს, რომ ამერიკამ ირანს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტული პირობები წაუყენა. "

ირანმა უნდა განახორციელოს სამი ძირითადი ბირთვული ობიექტის - ფორდოს, ნათან-ზისა და ისპაჰანის დემონტაჟი, გამდიდრებული ურანის მთელი მარაგი კი ამერიკას გადასცეს. ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება უნდა იყოს მუდმივი და არ უნდა დაექვემდებაროს ეტაპობრივი გაუქმების პრინციპს.

შტატები ურანის გამდიდრების პროგრამის სრულ შეწყვეტას მოითხოვს, თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკული მხარე შესაძლოა დათანხმდეს თეირანში იმ ბირთვული რეაქტორის ამუშავებას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვისაა საჭირო და ულტრა-დაბალი დონის გამდიდრებაზე იქნება ორიენტირებული." - წერს "ვოლ სტრიტ ჯურნალი".

დღის ამბები