04 აგვისტო 2026,   15:35
ვრცლად
"მოცემულ საქმეზე, კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძის ქონებები, ასევე მისი მეუღლის ქონებები დაყადაღებულია საქმის ფარგლებში, ვინაიდან მას კავშირი ჰქონდა ძმასთან, ამ ჰესებთან დაკავშირებით" - პროკურორი

რომეო მიქაუტაძის საქმეზე სასამართლოში, დღეს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ძმა დაიკითხა. გიორგი მიქაუტაძე დაცვის მხარის მოწმეა. მას კითხვები ნახიდურ-ჰესთან დაკავშირებით დაუსვეს.

საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით, მოცემულ საქმეზე, კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძის ქონებები, ასევე მისი მეუღლის ქონებები დაყადაღებულია საქმის ფარგლებში, ვინაიდან მას კავშირი ჰქონდა ძმასთან, ამ ჰესებთან დაკავშირებით.

"მოცემულ საქმეზე, კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძის ქონებები, მისი მეუღლის ქონებები დაყადაღებულია მოცემული საქმის ფარგლებში, ვინაიდან მას კავშირი ჰქონდა მის ძმასთან, ამ ჰესებთან დაკავშირებით. ის არის პირდაპირ დაინტერესებული მხარე, რომ ეს საქმე გადაწყდეს ისე, რომ გამართლდეს რომეო მიქაუტაძე. მიუხედავად იმისა, რომ ის არის დაინტერესებული მხარე, მაინც სასამართლო პროცესზე მან ვერ უარყო ის გარემოება, რომ კონსულტაციებს გადიოდა რომეო მიქაუტაძესთან მაშინ, როდესაც რომეო მიქაუტაძე მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურამ ბრალი რამდენიმე საქმეზე წაუყენა. მათ შორისაა მუხლი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები