მცხეთის მუნიციპალიტეტში ხუთმა ახალმა და განახლებულმა საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.
გახსნას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე. მცხეთის N3, ძეგვისა და საგურამოს ბაღები სრულად განახლდა, ხოლო ჩარდახსა და პატარა ქანდაში აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღები. ყველა დაწესებულება აღჭურვილია სასწავლო, საძინებელ, სამზარეულო, სპორტულ და სათამაშო სივრცეებით და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.