თბილისის საკრებულომ ცვლილებები შეიტანა "გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების" პროგრამაში. დადგინდა კონკრეტული ტარიფები, რომელთა ფარგლებში უნდა განხორციელდეს მედიკამენტების მიწოდება.
დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს ასევე სხვა სოციალურ პროგრამებზე და ავარიული შენობების რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხებზე.
"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებებით, მათ შორის, გაფანტული სკლეროზის მედიკამენტური დაფინანსების ნაწილში გაიზარდა დაფინანსების ზედა ზღვარი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო განაშენიანების რეგულირების გეგმები და ამ მხრივაც, დაახლოებით, ოცი საკითხია განხილული. თბილისის საკრებულო მუშაობს თავის ჩვეულ რეჟიმში," - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბექა დავითულიანი.